დევიდ კრამერი - ვიმედოვნებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში - ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა

ვიმედოვნებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება დაბრუნდეს უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" - ესწრება.

მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ყველა პრობლემას ვერა, მაგრამ რამდენიმეს მაინც მოაგვარებდა.

„ეს აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საპატიმროში, სამარცხვინოა. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება შეწყალებული და მას მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს რამდენიმე პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არა“, - განაცხადა კრამერმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება