პარლამენტმა ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს დეპუტატ ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს