ანა ნაცვლიშვილი - იმპიჩმენტის წამოწყების ამოცანაა გზავნილი მოსკოვთან, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, რათა საქართველოს ევროპული გზა დააკარგვინონ და გზავნილი ბრიუსელთან, რომ ეს ის მთავრობა არაა, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა

ცხადი და ნათელია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყების ერთადერთი ამოცანა არის, ერთის მხრივ, გზავნილი მოსკოვთან, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, რათა საქართველოს ევროპული გზა დააკარგვინონ და გზავნილი ბრიუსელთან, რომ ეს ის მთავრობა არ არის, რომელსაც ქვეყნის ევროინტეგრაცია მართლა უნდა - ეს კრემლის დაკვეთების შემსრულებელი მთავრობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა, "ძალიან ბოროტი თამაშია ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ". ნაცვლიშვილის აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემა და მთავარი წინაღობა არის ის, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ახორციელებს, მეორეს მხრივ კი, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ევროინტეგრაციის საპირისპირო ნაბიჯებს დგამს.

„ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება, რისი არგუმენტიც არა აქვთ. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანაში თავადაც ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ მათ პროცედურა იმიტომ არ წამოიწყეს, რომ შედეგი დადგეს. ეს ნაბიჯი ისევე როგორც სხვა ნაბიჯები გადადგმულია იმისთვის, რომ საქართველომ ხელისუფლების გამო და რუსული ამოცანის მიღწევის მიზნით კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. დღეს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ რეფორმებს ხელოვნურად აბრკოლებს, დემოკრატიულ პროცესებს ხელოვნურად ებრძვის და ცდილობს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს დააშოროს. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის დაკვეთა შესრულდეს, საქართველო როგორმე საერთაშორისო პარტნიორებს ჩამოშორდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტოს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი