გიორგი ვაშაძე - ამ შემთხვევაში, მთავარი საკითხი არის სააკაშვილის წერილის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი - ხედავთ, რომ აქ ვდგავარ და განულებისგან ძალიან შორს ვარ

ამ შემთხვევაში, მთავარი საკითხი არის ამ წერილის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი. ხედავთ, რომ აქ ვდგავარ და განულებისგან ძალიან შორს ვარ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილზე, რომლის თანახმად, „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.

ვაშაძის თქმით, ეს არის მოწოდება იმისა, რომ ყველამ მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი ძალების კონსოლიდაცია და მიმართოს რუსული რეჟიმის დემონტაჟისკენ.

„ეს არის მნიშვნელოვანი. ვინ, სად დაინახავს საკუთარ თავს, ეს თავად გადაწყვიტონ, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც პუტინისტურ რუსულ რეჟიმს ხელს უწყობს ეს არის ურთიერთკინკლაობა ოპოზიციურ ფლანგზე, რომელშიც მე არ შევალ. ვფიქრობ, რომ ეს წერილი ყველამ აზრიანად, სიღრმისეულად გააანალიზოს, გამგები კარგად გაიგებს, ვინ, რაში იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, შემდგომი არჩევნები წინა არჩევნებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება, ეს არის არჩევნები რუსეთი, თუ ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად.

„ამიტომაც გადავდგით „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გაერთიანებისკენ ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური მოთამაშე ამას გაიაზრებს. ეს არ არის არჩევნები ვინ უკეთესი ლიდერია, რომელი უკეთესი პარტიაა. ეს არის არჩევნები, საქართველო იქნება რუსეთის ქვეშ თუ ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად, ევროკავშირსა და ნატო-ში“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა მან ისაუბრა „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე.

„ჩემს, ზურასა და ელენეს შორის „წითელი ხაზი“ არ არსებობს და არც არასდროს იქნება. მივესალმები მათ გადადგმულ ნაბიჯს გაერთიანებასთან დაკავშირებით. რაც მეტი კონსოლიდაცია იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, უკეთესი იქნება და დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ, მათ შორის ელენესთან და ზურასთან ერთად, რომელიც აუცილებლად ახლო მომავალში იქნება საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამოქალაქო პლატფორმაზე და აღნიშნა, რომ მიესალმება ამგვარი პლატფორმის შექმნას.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის