გენადი არველაძე DCFTA-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შედეგებზე მოხსენება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 60 პროცენტზე მეტით ევროკავშირის იმ ნორმატიულ აქტებთან, რაც DCFTA-ით არის გათვალისწინებული.

გენადი არველაძის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ინტეგრაციის მაღალ ტემპებს ნიშნავს.

„ორმხრივი ვაჭრობის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თვეში ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ექსპორტის ზრდაზე ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი (43 პროცენტი), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (52 პროცენტი), ნატურალური წვენები (93 პროცენტი), უალკოჰოლო სასმელები (36 პროცენტი), აზოტოვანი სასუქები (84 პროცენტი). მისი თქმით, საქართველოდან ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა.

გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობა და სხვ.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მოხსენების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა“, - ნათქვამია ეკონომოკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა