უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში წერს.

„Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები განიხილა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია