კორნელი კაკაჩია - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია - ისინი ცდილობენ „ასოცირებული ტრიო“ არ დაიშალოს და საქართველომაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ „ასოცირებული ტრიო“ არ დაიშალოს და საქართველომაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ახლა უკვე ქართულ მხარეზე, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კაკაჩია განმარტავს, ვინაიდან ბორელმა ჩამოსვლა გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პირველ რიგში, პირდაპირ ქართული მხარისგან მოისმენს, თუ რა მდგომარეობაა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

„როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, მისი ჩამოსვლა უფრო ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, ევროკავშირი საქართველოს მიმართ ცუდად რომ იყოს განწყობილი, ეს ვიზიტი სავარაუდოდ, არ შედგებოდა, რადგან ისედაც გარკვეული იქნებოდა ყველაფერი. რადგან მან ჩამოსვლა გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ის ალბათ, პირდაპირ ქართული მხარისგან მოისმენს, რა მდგომარეობაა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, ის თავის მოსაზრებებსაც ჩამოიტანს, განსაკუთრებით იმ პუნქტებთან, რომელიც პრობლემატურია და ალბათ, ნაწილობრივ კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართულ მხარეს, რომ ამ ვალდებულების შესრულება სრულად არის აუცილებელი, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე თვე დარჩა და ეს თვეები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ალბათ, ეს ევროკავშირის მხრიდან უკანასკნელი გაფრთხილება იქნება, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი ზუსტად გააკეთოს და შეასრულოს, განსაკუთრებით იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც პრობლემატურია. ასევე, ეს არის გარკვეულწილად ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. მისი ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია და ისინი ცდილობენ, „ასოცირებული ტრიო“ არ დაიშალოს და საქართველომაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ახლა უკვე ქართულ მხარეზე, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ოპოზიციამ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას, კაკაჩია ასე პასუხობს:

„ზოგადად, როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნავენ, რომ ისინი რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პოლიტიკურ ოპოზიციაში არიან, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ იმ გადაუწყვეტელ პრობლემებზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მათი აზრით შესრულებული არ არის და იმისთვის გამოიყენებენ, რომ ევროკავშირმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე ჯერ კიდევ, სანამ დროა, რათა ის პუნქტები შესრულდეს, რომელზეც ხელისუფლება ფეხს ითრევს. ეს შეეხება სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას, საარჩევნო საკითხებს და ა.შ. და ბუნებრივია, ისინი ამას შეეცდებიან და მე მგონი, ამაში გასაკვირიც არც არაფერია“, - განაცხადა კაკაჩიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის