მამუკა მდინარაძე - ღარიბაშვილი თავის ოჯახის ხარჯებით გაფრინდა ჩარტერით ევროპაში შვილთან ერთად, იქიდან კი, კომერციული რეისით აშშ-ში - რა დაჯდა ჩარტერი, არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე

ღარიბაშვილი თავის ოჯახის შემოსავლებით და ხარჯებით გაფრინდა ჩარტერით ევროპაში შვილთან ერთად, იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში, რა დაჯდა ჩარტერი, არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე - მაშინაა თქვენი საქმე, როცა დეკლარაციაში ჩაიწერება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ აიტანეს რომ ღარიბაშვილის შვილმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც მსოფლიოში რეიტინგით პირველია.

„80 ათასი დოლარი საიდან მოიტანეთ არ ვიცი, რომ მალავდა ეს საიდან მოიტანეთ? ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს წინასწარ საზოგადოებას, სანამ ამაზე კითხვებს დასვამენ? კერძო ვიზიტების შესახებ ასე ინფორმაციას არავინ აქვეყნებს. სოც ქსელში შევიხედე 5 წუთით და ზოგს ჰგონია ჩარტერული რეისით აშშ-ში გადაფრინდა. არის ასეთი მოცემულობა, რაც გავარკვიე კომუნიკაციის შედეგად: კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში”, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რა დაჯდა ჩარტერი? - მდინარაძე პასუხობს, რომ ეს არ არის არავის საქმე, სანამ დეკლარაციაში არ გამოქვეყნდება.

„არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე. ეს მაშინ არის თქვენი საქმე, როცა კანონი როგორც ითვალისწინებს გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, რადგან არის კერძო ვიზიტი. ნებისმიერი კერძო ხარჯი, სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს, დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. ვერ აიტანეს ვიღაცებმა, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, ამ ქვეყნის პირველი პირი იცით, რომ ჩარტერით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს და ამის გადასაფარად ათწლეულის შემდეგ რატომ გაფრინდა (ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით)? ვერც ის აიტანეს რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა, უორტონის ბიზნესსკოლაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია, ეს ვერ მოიგონეს ვიღაცებმა და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე აცხადებს, რომ თავად კითხვები არ უჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ჩარტერის თანხა, ხოლო თუ ვინმეს ეს კითხვა აქვს, პასუხებს გასცემენ.

„ეს მოხდა კერძო ხარჯით. დეტალები არ ვიცი, კითხვა არ მიჩნდება. მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკებთ სამი კვირა. (რა თანხებით წავიდა ღარიბაშვილი) იკითხეთ და გაგცემენ პასუხს, დეკლარაციაში ეწერება. დეკლარაციაში აისახება ყველა ხარჯი და ყურადღებით გაეცანით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა