ნიკა მელია - ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ". მელიას თქმით, მან არ გადაიხადა გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, მან არ მიიღო ამნისტია საქმეზე, რომელშიც არაფერი დაუშავებია.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:

არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.

დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს. საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების, თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.

ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.

არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია „ოცნების“ "სამართალი".

ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი