დავით ხაჯიშვილი - რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტია, რომ მხოლოდ 3 პუნქტი არის შესრულებული, დანარჩენი 9 არა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის, ბორელის მიერ

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტია, რომ მხოლოდ სამი პუნქტი არის შესრულებული, დანარჩენი ცხრა არა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის, ბორელის მიერ, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საბოტაჟირებენ.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ მგონია, რომ როგორც შარშან, ისე წელს ევროკავშირი ვერ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს რეკომენდაციები არ არის შესრულებული. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტია, რომ მხოლოდ სამი პუნქტი არის შესრულებული, დანარჩენი ცხრა არა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის, ბორელის მიერ, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, შესაბამისად „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ კურსს არ იცვლის და მათი რუსული პოლიტიკა უფრო მეტად ღრმავდება იმის მაგივრად, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, საბოტაჟირებენ კანდიდატის სტატუსს და სამწუხაროდ, ამიტომ იმედი არ გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციებს შეასრულებენ,“ - განაცხადა ხაჯიშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა