გიორგი მანველიძე -  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოების მთავარი პრინციპებია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი მანველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართაც მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული პრინციპებით იხელმძღვანელა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა კურსი აქვს ქვეყანას არჩეული.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სასამართლო არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ხოლო კანონის უზენაესობა -ხელშეუხებელი. შესაბამისად, ქვეყანას, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არ ჰყავს და არც ჰყოლია პოლიტპატიმრები.

ნათელია, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში, კიდევ ერთხელ გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და მხარს დაუჭერენ საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოანტლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც ლოგიკურად უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნისათვის.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფ ე.წ. NGO-ებს, ისინი არიან საქართველოს მტრები და მოღალატეები. სამწუხაროდ, მათ გვერდით აღმოჩნდა გიორგი გახარია, რომელიც ასრულებდა და ასრულებს ჩვენი ქვეყნის მტრების დავალებებს.

დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შეძლებს დაამტკიცოს, რომ იგი არის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და გვჯერა რომ უახლოეს მომავალში დავიმკვიდრებთ ისტორიულად კუთვნილ ადგილს“,- განაცხადა გიორგი მანველიძემ, რომლის კომენტარასაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა