ნინო ლომჯარია - “საქართველოს ევროპული ორბიტის” ნიშაა, გავაერთიანოთ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო

პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” ნიშაა, გავაერთიანოთ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ნიშის შენარჩუნება ,- ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტას” პარტიად გარდაქმნა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი პლატფორმისთვის ფინანსების მოსაპოვებლად საერთაშორისო დემოკრატიული ფონდებს მიმართეს.

“არაერთხელ გავუსვი ხაზი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც არ იქნება ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიის დღის წესრიგთან. ამიტომ, ამ პლატფორმის ნიშაა, გავაერთიანოთ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო. ეს არის იდეა, რომელიც მათ შორის აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის, თუ გემოვნების ადამიანებს. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ნიშის შენარჩუნება. რაც შეეხება დაფინანსებას, დღევანდელ დღემდე ვმუშაობდით ჩვენი დამფუძნებლების ენთუზიაზმითა და რესურსებით. საბედნიეროდ, ამ აქტივობის განხორციელებისთვის მივიღეთ მხარდაჭერა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოსგან”, ასევე მიმართული გვაქვს, არაერთი საერთაშორისო დემოკრატიული ფონდისთვის, ევროპულის და ამერიკულის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერა გვექნება”, -აღნიშნა ლომჯარიამ.

საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ საჯარო ღონისძიებას - „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“ მართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო