ვასო ურუშაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრმა ვერ მოახერხა კონკურენციისა და მტრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ხანდახან „წითელი ხაზის“ გადაკვეთაც ხდება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ უნდა გაჩენილიყო. მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილია , - ასე შეაფასა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.

როგორც ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ბევრმა ვერ მოახერხა კონკურენციისა და მტრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა და ხანდახან წითელი ხაზის გადაკვეთაც ხდება.

მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ამასთან ერთად არის საქართველოს ისტორია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში ვართ ის გუნდი, რომელმაც შიდა პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა, ამით სააკაშვილის როლი პარტიაში კიდევ უფრო გაძლიერდა და არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა მმართველობის ახალ ეტაპზე. ბევრმა ვერ მოახერხა კონკურენციისა და მტრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ხანდახან წითელი ხაზის გადაკვეთაც ხდება“,- განაცხადა ურუშაძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა წავიდეს თუ არა პარტიიდან, ურუშაძე პასუხობს, რომ არჩევანის თავისუფლება აქვს ყველას, მათ შორის ნიკა მელიასაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ღია და განსაკუთრებით ღიაა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს ახალი მენეჯმენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ რეჟიმში მყოფი ორგანიზაციაა. ის ფაქტიც, რომ გიორგი ვაშაძე შემოუერთდა პარტიას არის იმის დადასტურება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიზიდულობის ცენტრი.

არჩევანის თავისუფლება აქვს ყველას ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესაც და სხვას“,- აღნიშნა ურუშაძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოლიტიკურად განულდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ურუშაძის თქმით, ეს არის მოცემულობა, რომელიც ციფრებში გამოიხატება.

„მას შემდეგ რაც გარკვეული ჯგუფი „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, მათ ვერ მოახერხეს ზრდა, არამედ ყოველი შემდეგი არჩევნები იყო მათი რეიტინგის კლებისკენ მიდრეკილი“, - განაცხადა ურუშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას “ მალე ექნება საკმაოდ შთამბეჭდავი პრეზენტაციები და წარადგენენ ახალ სახეებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი