ნიკოლოზ სამხარაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერსა და შემდეგ დეკემბერში ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის თაობაზე ჩვენ ბორელისგან მოვისმენთ

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში და შემდეგ დეკემბერში ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის თაობაზე ჩვენ ბორელისგან მოვისმენთ, - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

სამხარაძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და ევროკომისიის რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა შესრულებულია.

„რეკომენდაციების ნაწილის შესრულება პრაქტიკის გაუმჯობესებას მოითხოვს. რაც საკანონმდებლო კუთხით იყო გასაუმჯობესებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ეს არის განგრძობადი პროცესი. შესაბამისად, ყველაზე სუსტად შესრულებულია დეპოლარიზიციის რეკომენდაცია. დეპოლარიზაციას ყველა მოთამაშის თანხმობა სჭირდება, რაც ასე არ არის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს ხვდება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი