ჯოზეფ ბორელი - შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ

შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.

„თქვენ ბრძანეთ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი მარტივია: „ხმაური“. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება. ეს პრობლემას ქმნის. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.

ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა.

დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს“, - აღნიშნა ბორელმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს