სანდრო რაქვიაშვილი - მთავარი, რაც ბორელმა თქვა, არის ის, რომ თქვენ გაქვთ ორი კვირა გაერთიანებისთვის, რომ ჩხუბი გვერდზე გადადოთ და რამდენიმე საკვანძო მიმართულებით ნაბიჯი წინ გადადგათ

ხალხი ჩამოდის, გვეუბნება "აბა, თქვენ იცით, თქვენთან ვართ, აბა, სცადეთ, იქნებ გამოგივიდეთ", საპასუხოდ "ოცნებისგან" პრეტენზიები მოვისმინეთ: „ამას რატომ გვეუბნები, ეს რატომ გინდათ“ - “ქართულმა ოცნებამ" პრეტენზია წაუყენა ბორელს, რატომ ამბობთ რომ ხალხი სხვაა და ხელისუფლება სხვაო, ბორელი ვერც კი მიხვდა, რაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ბორელის მთავარი გზავნილია, რომ ორი კვირაა დარჩენილი, რათა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მიმართულებით.

„მთავარი რაც ბორელმა თქვა, არის ის, რომ თქვენ გაქვთ ორი კვირა, რომ გაერთიანდეთ, ჩხუბი გვერდზე გადადოთ და რამდენიმე საკვანძო მიმართულებით წინ გადადგათ ნაბიჯი, ეს არის ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, დეოლიგარქიზაციის საკითხი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. მგონი, ძალიან გასაგები, მხარდაჭერითი გზავნილები იყო, მაგრამ ამასობაში „ქართულ ოცნებას“ პრეტენზია ჰქონდა ბორელთან და საერთოდ ვერ გავიგე მათი ქცევა, ხალხი ჩამოდის, გვეუბნება, აბა, თქვენ იცით, თქვენთან ვართ, აბა, სცადეთ და იქნებ გამოგივიდეთ და ამის საპასუხოდ „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, რომ ამას რატომ გვეუბნები, ეს რატომ გინდათ და ა.შ. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მათი ქცევა. ეს ნათელი მაგალითი იყო, როგორ უშლიდა „ქართული ოცნება" ხელს ევროინტეგრაციას, ოპოზიციის მხრიდან ძალიან გასაგები იყო უმეტესწილად გზავნილები, მე სასამართლოზე გავამახვილე ყურადღება. ვთვლი, რომ სასამართლო არის ინდიკატორი იმის, რამდენად უნდა „ქართულ ოცნებას“ მართლა ევროპა, თუ ეს გაკეთდება, მაშინ პრობლემები, რომელიც გვაქვს და ბორელმაც ახსენა და თქვა რომ ცუდად გამოვიყურებით საგარეო ასპარეზზე, ამ პრობლემებსაც მოაგვარებდა”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ჯოზეფ ბორელისთვის ასევე მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების გაყოფა, რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ეს პრეტენზია ბორელისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

„ეს იყო სრული გაუგებრობა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეტენზია წაუყენა რატომ ამბობთ ასეო (რომ ხალხი სხვაა და ხელისუფლება სხვა, ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება -არა) ბორელი ვერც კი მიხვდა რაზე იყო საუბარი იმიტომ, რომ ვერ გაიგო. რომ უთხრეს ეს ვიღაც ევროპარლამენტარმა თქვაო, მერე რა შუაში არისო - დაახლოებით, ეს კომენტარი იყო, რომ გადმოგცეთ. მე გარკვეულწილად შემრცხვა, ევროპელებს სწორი წარმოდგენა აქვთ პარლამენტზე, პარლამენტში სხვადასხვა ხალხია, სხვადასხვა პოზიციებით და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ბორელი არ აკონტროლებს მათ, რომ მესიჯბოქსები უგზავნოს, მგონი, ქართულ ოცნებას" ჰგონია , რომ პარლამენტარები ყველგან შეთანხმებულად იქცევიან”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა