ბექა ლილუაშვილი - ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ იმპიჩმენტი არ არის თანხვედრაში იმ მიზნებთან, რა მიზანიც ქვეყანას გააჩნია - ითქვა, რომ იმპიჩმენტი პოზიტიურად ვერ იქნება მიჩნეული

ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეფასება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გაკეთდა - ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ იმპიჩმენტი არ არის თანხვედრაში იმ მიზნებთან, რა მიზანიც ქვეყანას გააჩნია - ითქვა, რომ იმპიჩმენტი პოზიტიურად ვერ იქნება მიჩნეული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის’ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი 2012 წლის შემდეგაც არ განუხორციელებელია, როცა ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს ეკავა.

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, ყველა საჯარო მოხელემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელისუფლება, რომელმაც ეს გზა არაერთხელ დააზიანა და აზიანებს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციასა და იმ გზების ძიებას უნდა მოეშვას, რომლითაც პრეზიდენტს შეიძლება იმპიჩმენტი გამოუცხადოს - იმ პრეზიდენტს, რომელსაც თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს