ჯოზეფ ბორელი - რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა - მინდა ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული

რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების მიმართულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალისხმევა ყველა ანგარიშში ობიექტურად იქნება ასახული.

„რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით გაკეთებული“, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს