პაატა მანჯგალაძე - ბორელმა დაადასტურა, რომ 9 რეკომენდაცია შესასრულებელია, „ქართული ოცნება“ კი თავხედურად „აწვება“ დასავლეთს - არაფერს გავაკეთებთ და მაინც უნდა მოგვცეთო

ბორელმა დაადასტურა, რომ 9 რეკომენდაცია შესასრულებელია, “ქართული ოცნება” კი თავხედურად “აწვება” დასავლეთს - არაფერს გავაკეთებთ და მაინც უნდა მოგვცეთო - ეს ჰგავს ცუდი ყოფაქცევის მოსწავლის ქცევას, როცა დავალება დაწერილი არ აქვს და მაღალ ნიშანს ითხოვს. ასეთ სითავხედეს აქვს ადგილი ღარიბაშვილის გამოსვლაში, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა აქცენტი პოლარიზაციაზე კეთდება, გამოსავალი რეკომენდაციების შესრულებაა, „ქართულ ოცნება“ კი ამის ნაცვლად „ქვეყანას რუსეთში მიათრევს“.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვადევნებთ თვალს ისტორიულ პროცესს, რომ საქართველოს შანსი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი, არ არის საუბარი კანდიდატობაზე, არამედ წევრობაზე. დღეს კიდევ ერთხელ დამარცხდა რუსული პროპაგანდა, რომ ილუზიაა ევროპა და ნატო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საქართველოში, მართავს მოლაპარაკებებს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, რათა 2030 წლამდე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის რეალობა. ამ რეალობას, ამ შანსს ხელს უშლის და ეღობება „ქართული ოცნება“. ბორელმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ 9 რეკომენდაცია შესასრულებელია და „ქართული ოცნება“ თავხედურად, ჟარგონს გამოვიყენებ, „აწვება“ დასავლეთს, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს და მაინც უნდა მოგვცეთო. ეს ჰგავს ცუდი ყოფაქცევის მოსწავლის ქცევას, როცა დავალება დაწერილი არ აქვს და მაინც სთხოვს მასწავლებელს მაღალ ნიშანს. ასეთ სითავხედეს აქვს ადგილი ღარიბაშვილის გამოსვლაში ბორელთან ერთად, ეს არის თავხედობა, როცა რეკომენდაცია შესრულებული არ გაქვს და ხელს იშვერ პარტნიორისკენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა