ჯოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა შეხვედრის დაწყებაზე განაცხადა, საუბარი ოქტომბერში მოსალოდნელ ევროკომისიის ანგარიშს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დეკემბერში მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეხება.

ხიდაშელი ფიქრობს, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, მაგრამ „ძალიან მძიმე პირობებით“.

„მე პირადად ერთადერთი ამოცანით მოვდივარ, რომ რაც შეიძლება მეტი არგუმენტი მოვიფიქრო იმისათვის, რომ მიუხედავად იმისა, რას მოისმენს ის დღეს აქ, მიუხედავად იმისა, რა ინფორმაცია მიდის ბრიუსელში, მიუხედავად იმისა, განწყობები ვის როგორი აქვს, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში და საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს არათუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობასაც, სწორედ იმავე რეჟიმით და ფორმულით, რაც იქნება ჩვენს პარტნიორ უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია