ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგების საკითხებში. ასევე, საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება, მათ შორის, ESG-ის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებული იქნება აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ევროკავშირის კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მოთხოვნები.

„ თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება სამსახურის მიერ შემუშავებული მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო, რაშიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რათა დოკუმენტში აისახოს მდგრადობის ანგარიშგების კუთხით გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე არსებული საუკეთესო დასავლური პრაქტიკა.

ამასთან, IFC სამსახურს გაუწევს ისეთ დახმარებას, როგორიცაა:

  • კონსულტაცია მდგრადობის ანგარიშგების გამჟღავნების მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
  • შესაძლებლობების განვითარების სამუშაო შეხვედრა სამსახურის თანამშრომლებისთვის, მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს;
  • დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • სამსახურისთვის IFC-ის Beyond the Balance Sheet ონლაინ პლატფორმის რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც ასევე გულისხმობს გლობალური მდგრადობისა და კლიმატის საკითხებზე გამჟღავნების ახალ სტანდარტებზე სამომავლო რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების გაზიარებას და სხვა აქტივობებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ აღნიშნა, სამსახური აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

„ ამ კუთხით, ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს,“ - განაცხადა დავით მჭედლიძემ.

როგორც IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ აღნიშნა, კომპანიაში დანერგილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვის (ESG) პრაქტიკის გამჟღავნება აუცილებელია ინვესტიციების მოსაზიდად.

„ ბევრი კომპანიისთვის ESG-ის გამჟღავნება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ინვესტორებს, რომლებიც სულ უფრო მეტად განიხილავენ ESG ფაქტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. IFC იმუშავებს საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, რათა გაუმჯობესდეს ESG-ის გამჟღავნების პრაქტიკა. ეს კი ქართულ კომპანიებს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის“, - ივანა ფერნანდეს დუარტემ.

მათივე ცნობით, IFC ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ეკონომიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოსთან, SECO-სთან პარტნიორობით. IFC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ifc.org

„ გარდა IFC-სთან დაწყებული თანამშრომლობისა, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს CSRDG-სთან (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - Center for Strategic Research and Development of Georgia). ასევე, 2021 წელს, სააგენტომ ხელი მოაწერა ერთობლივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რამდენიმე უწყება/არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა შორისაა: ეროვნული ბანკი, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ააიპ მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.

თანამშრომლობის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ევროკავშირის განახლებულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნებისთვის, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ აღნიშნა, სამსახური განაგრძობს დაწყებულ თანამშრომლობას და აქტიურად მუშაობს მემორანდუმზე ხელმომწერი, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალის გაფართოებაზე.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ხელშეკრულება  გაფორმდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგების საკითხებში. ასევე, საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება, მათ შორის, ESG-ის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებული იქნება აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ევროკავშირის კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მოთხოვნები.

„ თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება სამსახურის მიერ შემუშავებული მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო, რაშიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რათა დოკუმენტში აისახოს მდგრადობის ანგარიშგების კუთხით გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე არსებული საუკეთესო დასავლური პრაქტიკა.

ამასთან, IFC სამსახურს გაუწევს ისეთ დახმარებას, როგორიცაა:

  • კონსულტაცია მდგრადობის ანგარიშგების გამჟღავნების მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
  • შესაძლებლობების განვითარების სამუშაო შეხვედრა სამსახურის თანამშრომლებისთვის, მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს;
  • დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  • სამსახურისთვის IFC-ის Beyond the Balance Sheet ონლაინ პლატფორმის რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც ასევე გულისხმობს გლობალური მდგრადობისა და კლიმატის საკითხებზე გამჟღავნების ახალ სტანდარტებზე სამომავლო რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების გაზიარებას და სხვა აქტივობებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ აღნიშნა, სამსახური აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

„ ამ კუთხით, ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს,“ - განაცხადა დავით მჭედლიძემ.

როგორც IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ აღნიშნა, კომპანიაში დანერგილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვის (ESG) პრაქტიკის გამჟღავნება აუცილებელია ინვესტიციების მოსაზიდად.

„ ბევრი კომპანიისთვის ESG-ის გამჟღავნება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ინვესტორებს, რომლებიც სულ უფრო მეტად განიხილავენ ESG ფაქტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. IFC იმუშავებს საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, რათა გაუმჯობესდეს ESG-ის გამჟღავნების პრაქტიკა. ეს კი ქართულ კომპანიებს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის“, - ივანა ფერნანდეს დუარტემ.

მათივე ცნობით, IFC ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ეკონომიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოსთან, SECO-სთან პარტნიორობით. IFC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ifc.org

„ გარდა IFC-სთან დაწყებული თანამშრომლობისა, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს CSRDG-სთან (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - Center for Strategic Research and Development of Georgia). ასევე, 2021 წელს, სააგენტომ ხელი მოაწერა ერთობლივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რამდენიმე უწყება/არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა შორისაა: ეროვნული ბანკი, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ააიპ მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.

თანამშრომლობის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ევროკავშირის განახლებულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნებისთვის, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ აღნიშნა, სამსახური განაგრძობს დაწყებულ თანამშრომლობას და აქტიურად მუშაობს მემორანდუმზე ხელმომწერი, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალის გაფართოებაზე.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის