საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში გამართულ შეხვედრებს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.
„შევხვდი პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას. პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ზომიერად უნდა იყოს. ყველა პოლიტიკური პარტიამ უნდა ითანამშრომლოს სარეფორმო დღის წესრიგის წინ წასაწევად.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეროვნული ძალისხმევა უნდა იყოს“, - წერს ბორელი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ბორელი ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც.
„დროული გაცვლა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 3 მესიჯი მივაწოდე:
- საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. დრო ახლა გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული რეფორმების წინ წასაწევად.
- მივესალმებით უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა“, - წერს ბორელი.
ბორელი ასევე ეხმაურება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.
„კარგი შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროკავშირისკენ გზასა და რეგიონალური უსაფრთხოების ვითარებაზე.
საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მომავლისკენ მიმავალ პროგრესზე ერთად მომუშავე ძლიერ ინსტიტუტებს“, - წერს ბორელი.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა და სასარგებლო დიალოგი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მათი მუშაობისგან.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკვანძოა“, - წერს ბორელი.