თინა ბოკუჩავა შოვის ტრაგედიაზე - იკვეთება კონკრეტული დანაშაული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აეღო და თავად გამოეძიებინა, რა მოხდა შოვში, მათ ოპოზიციის ინიციატივას, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, პროცედურული ომი დაუპირისპირეს.

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ „გამარჯვების პლატფორმის“ მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბოკუჩავას განმარტებით, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში არსებული საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, თუმცა დანარჩენი პოლიტიკოსებიც აპირებენ შოვში ჩასვლას და „სიმართლის დადგენის მიზნით ადამიანებთან გასაუბრება“.

„სწორედ იმიტომ, რომ იკვეთება კონკრეტული დანაშაული და ყველა დანაშაულს ჰყავს დამნაშავე, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ პარლამენტში შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ “ოცნებამ” კვლავ პროცედურული ომი აირჩია, ნაცვლად იმისა, რომ მათაც აეღოთ პასუხისმგებლობა და გამოგვეძიებინა ერთობლივი ძალისხმევით, რა მოხდა შოვში. იყო თუ არა შესაძლებელი პრევენცია, რატომ არ დაინერგა პრევენციის ის სისტემები, რომლებიც თავად ჰპირდებოდნენ საზოგადოებას მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ რატომ იყო ამდენი პრობლემა რეაგირების ნაწილში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ გამოძიებას, გვყავს კონკრეტული საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც იყო და არის შოვში. ჩვენც ჩავალთ შოვში იმისთვის, რომ შევხდეთ ადამიანებს და მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია და არა დაცვით, ფოტოგრაფებით, ჯიპებით, არამედ ჩავალთ იმისთვის, რომ დაველაპარაკოთ ადამიანებს, ვინც არიან დაზარალებული. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას აუცილებლად და გამოვავლენთ იმ კონკრეტულ დანაშაულს, რომელსაც ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო