საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შესულია ყველა საჭირო საბუთი, რომლის თანახმადაც, კომიტეტი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს დასკვნას ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტის დასკვნა პლენარულ სხდომას გადაეცემა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს