მაია ომიაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად გეგმავს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს.

ომიაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ.

„ჩინელი ტურისტები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და ნამდვილად ძალიან სასურველი ტურისტები არიან და გამოირჩევიან შორ დისტანციაზე მოგზაურობით, ხანგრძლივი დასვენებით და შესაბამისად მაღალმხარჯველუნარიანობით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ძალიან აქტიურად დაიწყებს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას, როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ბიზნესის დაახლოების მიზნით. ჩვენ წავიყვანთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში, დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებაში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს, ერთობლივად გაცვლით ტურებს მოვაწყობთ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდად ჩინეთიდან საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ, რომლის განცხადებასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია