„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, „სითი ბანკისგან“ 70 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

„თიბისიმ”, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, „სითი ბანკისგან“ 70 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.

„თიბისის“ ცნობით, ეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, „თიბისისა” და „სითი ბანკს“ შორის გაფორმებული რიგით მე-2 შეთანხმებაა.

„სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსით მსხვილი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ. ამასთანავე, მოზიდული თანხა გააძლიერებს ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე, სადაც „თიბისის“ მიმდინარე წილი 47%-ია. ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და ბიზნესებს თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. შედეგად, „თიბისი“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„სითი ბანკი“ წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. „სითი ბანკი“ მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება