ბექა ოდიშარია - პოდოლიაკი და ძმანი მისნი დიდი ხანია მტრობენ საქართველოს, ამ ხალხისთვის ომი „მარჩენალი დედაა“, ისინი არიან საკუთარი ქვეყნის და ჩვენი მტრები

პოდოლიაკი და ძმანი მისნი დიდი ხანია მტრობენ საქართველოს. ამ ხალხისთვის „მარჩენალი დედა“ არის ომი, ისინი არიან მტრები საკუთარი ქვეყნისაც და ჩვენიც - პოდოლიაკი და მათი „პადელნიკები“ „ფუვდებიან“ ომის პროცესებზე,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, მათი ქმედებების გამო, საქართველოს არ აქვს შანსი ევროკავშირის წევრი გახდეს.

ოდიშარია აცხადებს, რომ „ამ ჯგუფს“ საქართველოში „მეორე ფრონტი" სურს და „პოდოლიაკს არ ანაღვლებს, რა დაემართება ქვეყანას".

„პოდილიაკი და ძმანი მისნი დიდი ხანია მტრობენ საქართველოს, მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ. ამ ხალხისთვის მარჩენალი დედა არის ომი, განსხვავებით უკრაინელი ხალხისგან, რომელიც გაუბედურებულ დღეშია, ყოველი მესამე ლტოლვილია, 10 მილიონი საზღვარგარეთ არის, შიგნით გადაადგილებულია 12-13 მილიონი, დაღუპულია 300 ათასი და ამ დროს პოდოლიაკი იცლის საქართველოს ევროპული მომავლისთვის?! შეკითხვა არ გიჩნდებათ, რომ ეს ადამიანები არიან მტრები საკუთარი ქვეყნისაც და ჩვენი ქვეყნისაც?! ვირისგან წიხლი და მტრისგან ღალატი არავის უკვირს. მეგობარი ქვეყანა არის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაა მეგობარი, სამწუხაროდ, ცალმხრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მათთან მეგობრობას. პოდოლიაკი და მათი „პადელნიკები“, სხვანაირად ვერ დავარქმევ მათ, ჩემი აზრით, „ფუვდებიან“ ომის პროცესებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და სხვათა შორის ეჭვი მაქვს, რომ თავდაცვის მინისტრი გადაჰყვა ამ ამბავს”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება