ირაკლი კობახიძე ანზორ ჩუბინიძის განცხადებაზე - პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს - ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს

პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს. ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი კეთილდღეობისთვის საბიუჯეტო მილიონებს ხარჯავდა და წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და ახლა, იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს.

„კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები და ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში. შესაბამისად, ყველაფერი იქნება საჯარო. სრული ინფორმაცია ისედაც გაუზიარა შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას. ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული. „ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას. მილიონობით სახსრები აქვს დახარჯული. აქ არ არის დარღვევა. საკუთარი კეთილდღეობისთვის ის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს. წლების განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და „პიჯაკების საქმეს“ ეძახდა ამ საქმეს. რა შუაშია პიჯაკები, კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დახარჯა საბიუჯეტო ხარჯები. ახლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს. პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს, ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო