ანალენა ბერბოკი - ახლა ტრანსატლანტიკური კავშირისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაა საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, ახლა ტრანსატლანტიკური კავშირისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება არის საჭირო.

განცხადებას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინიდან ანალენა ბერბოკი აშშ-ში გაემგზავრება.

მინისტრის თქმით, ევროპას ყველაზე მჭიდრო და ღრმა კავშირები სწორედ აშშ-სთან აქვს.

„მე მინდა, რომ ჩვენ, როგორც მეგობრებს და პარტნიორებს, ხვალ და ზეგაც ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ძალები და ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს: კრიტიკული ტექნოლოგიების განვითარებიდან და დარეგულირებიდან დაწყებული, სარისკო ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებით დამთავრებული, ზედმეტი სავაჭრო ბარიერების ამაღლების გარეშე", - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, რუსეთის დამპყრობელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.

„სანამ ევროპა ჩვენი კონტინენტის გულში მიმდინარე რუსეთის დამპყრობელი ომის უფსკრულში ჩახედვას ცდილობდა, ერთის იმედი გვქონდა: შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინის ხალხის გვერდით დგას. ამერიკა თავის მოკავშირეების გვერდით დგას. ვაშინგტონში ჩასატარებელი დისკუსიების მიზანი ჩვენი, როგორც ტრანსატლანტიკური ოჯახის, პუტინის უაზრო ომის დასრულების დაჟინებული მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება