სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია და საპატიმრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია და 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება