საბა ბუაძე - დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო მეტი მსგავსი ინფორმაცია გახდება ცნობილი და უფრო ცხადად დაინახავს ყველა ღარიბაშვილის კორუმპირებულ სახეს და მისი კლანის განშტოებებს

დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო მეტი მსგავსი ინფორმაცია გახდება ცნობილი და უფრო ცხადად დაინახავს ყველა ღარიბაშვილის კორუმპირებულ სახეს და მისი კლანის განშტოებებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

ბუაძის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრენის დაფინანსების წყაროდ მამის მიერ თანხის ჩუქებას დაასახელებდა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრენის დაფინანსების წყაროდ მამის მიერ თანხის ჩუქებას დაასახელებდა, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის ეს განცხადება ჩვენ კითხვებს პასუხს არ სცემს.

ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წელს: შპს "ქართული ფესვების" 50%-იანი წილი 200 ათას ლარად იყიდა (თებერვალში); მინიმუმ 100 ათასი ლარით დააფინანსა მიუნხენში კომერციული ფრენა (აგვისტოში); არჩინა საკუთარი ოჯახი; 2021 წელს 150,000 ლარი აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილს; 2014 წლიდან დღემდე შეიძინა, რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთები დედოფლისწყაროში;

ტარიელ ღარიბაშვილი პენსიონერია, რომელიც დედოფლისწყაროში რამდენიმე ჰექტარ მიწას ფლობს და ხორბლის ბიზნესით არის დაკავებული. 2012 წლამდე ღარიბაშვილის მამა სოფლის რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობდა; ჩნდება კითხვა, საიდან ეს ქონება და რამდენად ლეგალური გზებით არის ის დაგროვილი?

დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო მეტი მსგავსი ინფორმაცია გახდება ცნობილი და უფრო ცხადად დაინახავს ყველა ღარიბაშვილის კორუმპირებულ სახეს და მისი კლანის განშტოებებს”, - წერს ბუაძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება