სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

„კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სემეკის წარმომადგენლები და სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ჩაუტარებენ.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები ენერგეტიკული ბიზნესის საფუძვლებს, ელექტროენერგეტიკული სექტორის სამართლებრივ ჩარჩოებს, ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობის პრინციპებს, სატარიფო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, ენერგეტიკის სექტორის დიგიტალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დასრულება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება