გიგა ბოკერია - თავად ღარიბაშვილის ირიბი დადასტურების შემდეგ, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რომ თანხები მამამისმა დაფარა

მთელი სახელმწიფო აპარატი, კანონების და რეგულაციების მიღმა, ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პერსონებს ემსახურება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადება, რომლის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები სრულად მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „თავად ღარიბაშვილის ირიბი დადასტურების შემდეგ, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რომ თანხები მამამისმა დაფარა“.

„მან ფაქტობრივად ირიბად დაადასტურა, წინა მთავრობა, კონკრეტულად, პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდაო. მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი ასე არის აწყობილი. მთელი სახელმწიფო აპარატი, კანონების და რეგულაციების მიღმა, ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პერსონებს ემსახურება. ეს ყველაფერი ხდება არა რამე ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ უბრალო პერსონალური კომფორტისთვის. ამის გამართლება ხდება წარსულის არასწორ ნაბიჯებზე საუბრებით. ამიტომ, ერთადერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ამ რეჟიმის პირობებში ვერცერთი მიმართულებით წინსვლა ვერ გვექნება, მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ჩიხში შევალთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება