ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 13-15 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისს ეწვევა

ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი პეტრ ჰლადიკი 13-15 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისს ეწვევა.

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია გარემოსდაცვითი სფეროდან ჩეხურ და ქართულ კომპანიებსა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების დამყარება და შემდგომი ხელშეწყობა.

„მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ჩეხეთის სავაჭრო პალატის წევრი 20-მდე კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა: ენერგეტიკა, ფარმაცია, წყლის და ნარჩენების მართვა, ნარჩენების გადამუშავება. ასევე, მინისტრის დელეგაციას თან ახლავს თომაშ გარიგ მასარიკის სახელობის წყლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც კონცენტრირდებიან საქართველოში ისეთ გახშირებულ მოვლენაზე, როგორიცაა მეწყერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრი პეტრ ჰლადიკი, თბილისში შეხვედრას გამართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან. ამასთანავე, შეხვედრა შედგება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სალომე ქურასბედიანთან. ქუთაისში ყოფნის პერიოდში, გაიმართება შეხვედრა ქალაქ ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან. ვიზიტის განმავლობაში, თბილისსა და ქუთაისში, მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გამოვა ჩეხური და ქართული კომპანიების ბიზნეს-ფორუმებზე.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე პროექტი ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ბუნებისა და ლანდშაფტის დაცვა, ქიმიურ ნივთიერებათა დამუშავება და გარემოს გაუვნებელყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო