ლევან ხაბეიშვილი - სწრაფი რეაგირება, პრობლემის გადაწყვეტა და მუშაობა არის ერთადერთი გამოსავალი - ხალხის მსახურება და არა რუსი ოლიგარქის

სტიქიამ გადაუარა გურიას, რამდენიმე საათია აქ ვარ და არც ერთი წარმომადგენელი ხელისუფლების მხრიდან აქ არ გამოჩენილა. ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური და არა რუსი ოლიგარქის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გურიაში, სტიქიის ზონაში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ტრაგედიაა ის, რომ ამ სტიქიას შეეწირნენ ადამიანები.

„უმძიმესი მდგომარეობაა გურიაში, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. ათობით ოჯახი, მათ შორის ჩოჩხათის თემში, მამათში, ოზურგეთში, დარჩენილები არიან გზის გარეშე, რაიონულ ცენტრთან დაკავშირება არ შეუძლიათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ერთვება ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაში, როცა თავდაცვის სამინისტროს შეუძლია დროებითი ხიდის აგება. დროებითი, რადგან ადამიანებს არ უჭირდეთ და პენსიონერებს, ახალგაზრდებს არ უწევდეთ მდინარე და ღელე-ღელე სიარული. უმნიშვნელოვანესია ამ ადამიანების დახმარება, სწრაფი რეაგირება, რადგან ჩვენ მოქალაქეებს გურიაში ყველაზე მეტად სჭირდებათ მზრუნველობა და ყველაზე დიდი ტრაგედიაა ის, რომ ამ სტიქიას შეეწირნენ ადამიანები, შეეწირა მცირეწლოვანი ბავშვი, ვიზიარებ ამ მძიმე რეალობას, რა სურათიც გვაქვს გურიაში. ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, რომ მათი ვალია ამ 4-5 დღის განმავლობაში რაც ამ სტიქიამ თავზე გადაუარა ფაქტობრივად გურიას და მოვალენი არიან მთელი დღის განმავლობაში იმუშაონ აქ. რამდენიმე საათია უკვე აქ ვიმყოფებით, ერთ ტრაქტორს არ გამოუვლია, ხელისუფლების მხრიდან კაცი არ ყოფილა, რომელიც ამბობს, რომ იმუშავებს, გააკეთებს და ფაქტობრივად გახლეჩილია სოფელი თავიდან ბოლომდე და მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. სწრაფი რეაგირება, სწრაფი პრობლემის გადაწყვეტა და მუშაობა არის ერთადერთი გამოსავალი - ხალხის მსახურება და არა რუსი ოლიგარქის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო