მიხეილ სააკაშვილი - 2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთაში ხის სახლი ააშენა, ოპოზიციამ კი აღმოაჩინა, რომ  სახლი დასაშვებზე 2 მ-ით  ახლოს იყო წყალსაცავიდან, გავაგზავნე მუშები და სახლი დავშალეთ - სანდრას მამას მატერიალური ზიანის მიყენება ჩემთვის დღემდე არ უპატიებია

2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - აღნიშნულ ისტორიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია“.

„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).

როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება