პარლამენტს განსახილველად ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესში ცვლილებები წარედგინა

პარლამენტს განსახილველად ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესში ცვლილებები წარედგინა.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) მოამზადა, ინიციატორი კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილია.

შეთავაზებული ცვლილებებით, ნდობის ჯგუფის წევრთა რაოდენობა ექვს წევრამდე იზრდება და უმრავლესობისა და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა განისაზღვრება. კერძოდ, ნდობის ჯგუფის ექვსი წევრიდან ერთი - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო სამი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი უნდა იყოს.

ამავე პროექტის მიხედვით, ნდობის ჯგუფის სხდომები სულ მცირე თვეში ერთხელ იმართება, უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებს კი არ ექნებათ შესაძლებლობა, ნდობის ჯგუფის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, საკუთარი შეხედულებისამებრ, საიდუმლოდ მიიჩნიონ.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, იზრდება ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს შემოწმების სიხშირე. პროექტი ითვალისწინებს ნდობის ჯგუფის მიერ სააგენტოს შემოწმებას სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

გარდა ამისა, ნდობის ჯგუფი ვალდებული ხდება, სულ მცირე წელიწადში ერთხელ პარლამენტს ნდობის ჯგუფის საქმიანობის წერილობითი ანგარიში წარუდგინოს. ამასთან, ნდობის ჯგუფის თითოეული წევრს ალტერნატიული ანგარიშის წარდგენის უფლებამოსილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ნდობის ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს არ დაეთანხმება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება