აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოვებაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა.

მან განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა.

გამოვლინდა 147 გამარჯვებული მოსწავლე. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და პერსონალური კომპიუტერები.

საგნობრივი ოლიოპიადები ჩატარდა ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე გაიმართა კონკურსები სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურულ მარათონში, სპორტულ შეჯიბრებებში.

მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება