ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და საერთო მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

„ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ, საქართველოში განხორციელებული პროგრამებისთვის.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იშიძუკა ჰიდეკის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე - განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

იაპონიის ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მესამე მდივანი ბატონი ივატარე ოტარო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება