ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში დაეხმარება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" განუცხადა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ხვდება.

კერძოდ, კითხვაზე: "დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში", პუტინმა უპასუხა: „სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ".

პუტინს ასევე ჰკითხეს, განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაზეც მან უპასუხა: "ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. დრო არის".

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით კი, მისი ქვეყანა იმპერიალიზმთან ბრძოლაში რუსეთის გვერდით ყოველთვის დადგება.

"ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მომავალშიც გვსურს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იმპერიალიზმის წინააღმდეგ და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ყოველთვის ერთად იბრძოლებენ.

"დღეს რუსეთი თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისთვის და ჰეგემონური ძალების წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება