აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სქილვილში სრული დაფინანსებით ისწავლიან

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი, სქილვილთან თანამშრომლობით და პარტნიორობით, პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ განხორციელება დაიწყო.

ერთობლივი პროექტის ფაგრგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სქილვილში, სრული დაფინანსებით ისწავლიან ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება. მონაწილეები 3 თვის განმავლობაში, შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლებიან.

„პროექტი ხელს შეუწყობს დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციას, ისინი, სრული დაფინანსებით შეისწავლიან ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრმა, გიორგი გაბედავამ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას და დასაქმებას ისეთი მაღალანაზღაურებად სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები. ამ პროცესის მხარდაჭრისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას", - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე.

მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი აქტივობის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს, ახალაგაზრდებში, ციფრული განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული უნარების განვითარებას და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

დაინტერესებულ პირებს, 15 სექტემბრამდე შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება