ბორჯომი და ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქი ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდნენ

ბორჯომი და ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქი ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდნენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ქალაქ ატირაუს აკიმმა შაკირ კეიკინმა მოაწერეს ხელი.

ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრას, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე შოთა როსტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კომპანია IDS ბორჯომი-საქართველოს პრეზიდენტი ლევან ბაღდავაძე და ქალაქ ატირაუს ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საინვესტიციო თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში, აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შემოსვლას, მათი ადგილობრივი სასტუმროებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომლის უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“. სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები ერთმანეთთან ინტენსიურად თანამშრომლობენ“, - ნათქვამია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება