ბალტიის ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალეს

ბალტიის ყველა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით ავტომობილების შესვლა აკრძალა - დღეს აღნიშნულ აკრძალვას ესტონეთი შეუერთდა.

განცხადებას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ტსაჰკნამ ავრცელებს.

„დღეიდან ესტონეთი თავის ტერიტორიაზე რუსეთში დარეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების შესვლას კრძალავს. აქ მათ არავინ ეპატიჟება პრივილეგიებით სარგებლობისთვის, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით ესტონეთმა ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავის ტერიტორიაზე რუსული ნომრებით კერძო ავტომობილების შეშვება ეკრძალება.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიზანი ერთია - აიძულოს აგრესორი ქვეყანა თავის საზღვრებთან დაიხიოს. ლიეტუვასა და ლატვიის ხელისუფლებებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ დავასკვენით, რომ შეზღუდვები ეფექტურია სანქციების ერთობლივი დაწესების პირობით“, - განაცხადა მარგუს ტსაჰკნამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება