საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის 5 ქალაქში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთან - KPRN Network GmbH-თან თანამშრომლობით, ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები ფრანკფურტსა და დიუსელდორფში უკვე გაიმართა, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.

ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო რგოლი „სტუმარი“. თითოეულ პრეზენტაციას ჯამში 70 ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი ესწრება.

ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საქმიანი შეხვედრები ტარდება. ტუროპერატორები განსაკუთრებით საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით დაინტერესდნენ.

გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო. მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება