მარია ზახაროვა - ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში პასუხი ხისტი იქნება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის შემთხვევაში უკრაინას მკაცრ პასუხს გასცემენ.

„რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაჯგუფების „სამხრეთის“ სპიკერმა, გუმენიუკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს ძალიან ცოტა დრო დარჩა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „მუშაობას გააგრძელებენ“. ალბათ, ხიდის ბოლომდე განადგურება იგულისხმება. უკრაინული რეჟიმი არ წყვეტს იმის მტკიცებას, რომ აპირებს ახალი დარტყმების განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ყირიმის ხიდი წარმოადგენს. შედეგებზე კიევში არ ფიქრობენ.

მინდა შევახსენო, რომ თუ ეს მოხდა, პასუხი ხისტი იქნება. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი გეგმების მატარებლები შურისძიებას ვერ დაემალებიან", - განაცხადა ზახაროვამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება