გურამ მაჭარაშვილი - ისე საუბრობთ ამერიკის ბაზების განთავსებაზე, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზების განთავსება, თუ საუბარია ნატო-ზე, ეს სხვა რამეა - მოლოდინი დამღლელია

ისე საუბრობთ ამერიკის ბაზების განთავსებაზე, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზების განთავსება, თუ საუბარია ნატო-ზე, ეს სხვა რამეა - მოლოდინი დამღლელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე პოლიტიკური „გადაწყვეტილება სავარაუდოდ, არ იქნება მიღებული, მით უმეტეს, უახლოეს მომავალში“.

„ოპოზიცია როცა ზღაპრებს ჰყვება, იქვე კითხვები უნდა დაუსვათ. გამოიგონებენ რაღაც ზღაპარს, მერე ამაზე ამბობენ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს და კითხვები უნდა გაჩნდეს ვითომ ამ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის ნატო-სთან თავსებადი ქვეყანა. თუმცა, პოლიტიკურად გადაწყვეტილებები არც იყო მიღებული და როგორც ვხედავთ, სავარაუდოდ, არ იქნება მიღებული, მით უმეტეს უახლოს პერიოდში. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - თქვენ ისე ამბობთ, რომ ამერიკის ბაზები განთავსდეს საქართველოში, თითქოს, რომელიმე ქვეყნის ნატვრა უნდა იყოს, რომ სხვა ქვეყნის ბაზები განთავსდეს საქართველოში, თუ საუბარია ნატო-ს ქოლგაზე, ეს სხვა რამეა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „როცა გამოცდა ჩაბარებული გაქვს, მაგრამ გეუბნებიან, (ჩაბარებულთა) სიები როდის გამოქვეყნდება, არ ვიცით, ეს არასამართლიანია“.

„დელეგაციებში ერთხელ მეც გახლდით ნატო-ს შტაბ-ბინაში და იქაც პრინციპულად დავაყენე ეს საკითხები, სხვათა შორის საზოგადოების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პასუხები გადავეცი ნატო-ს ხელმძღვანელობას. როცა საუბარია, რომ სულ მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს ქვეყანა, ეს ბუნებრივია, დამღლელია. როცა თავსებადობას გიდასტურებენ და გეუბნებიან, რომ მოლოდინის რეჟიმში იყავი და არ ვიცი, უკიდეგანოდ, რომელ დროში იქნება ეს, საზოგადოებაში ბუნებრივია ნიჰილიზმი იყო და არის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო