„სელფი“ კრეატიული ფესტივალის AD Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორია

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ყოველწლიური, რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, AD Black Sea -ს მხარდამჭერია.

ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ფესტივალი, ტრადიციისამებრ, ბათუმში, 14-16 სექტემბერს იმართება. AD Black Sea თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს, შთამბეჭდავ გამოსვლებს, დიდ იდეებს, ლეგენდარულ სახელებს, ინტერაქციულ სესიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და სხვა აქტივობებს.

„სელფის“დანიშნულებაა, მისცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. ხსენებული ფესტივალის მხარდაჭერაც სწორედ სელფის მიზანს ეხმიანება - გაუმარტივოს მომხმარებელს წვდომა სხვადასხვა სახის ინოვაციასა თუ ტექნოლოგიურ მიღწევაზე, რაც, მათ შორის, მოიცავს დარგის სიახლეების გაცნობას საკუთარი პროფესიული თუ პერსონალური მიზნებისთვის.

Ad Black Sea-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს და სადღეისოდ რეგიონში ყველაზე დიდი მოლოდინის შემქმნელი ფესტივალია, რომელიც 1000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული პროგრამა განთავსებულია: https://adblacksea.com/attend/agenda

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება