რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები აღმოაჩინეს

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლომდებარე სოფლებში ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში, აღმოაჩინეს ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილს წარმოადგენს.

ტერიტორია, სადაც ნამსხვრევებია აღმოჩენილი, უკრაინის საზღვართან 14 კილომეტრში, ხოლო იზმაილის პორტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების IAR 330 Puma-ს ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟმა ტულჩას მაზრაში მდებარე დასახლებული პუნქტების ნუფარულსა და ვიქტორიას რაიონში აღმოაჩინა ფრაგმენტები, რომლებიც, შესაძლოა, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. ნამსხვრევები ათეულობით მეტრის ტერიტორიაზეა გაფანტული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დილით ტულჩას საგანგებო სიტუაციების ინსპექციაში ნუფარულის რაიონში ობიექტების ჩამოვარდნის შესახებ რამდენიმე სატელეფონო ზარი შევიდა, შეტყობინება დაზიანებებზე ან ხანძარზე არ შესულა.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობის ზონებში რეალური დროის რეჟიმში საჰაერო ვითარების მონიტორინგს ახორციელებს“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება