ნიკა მელია - ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით, არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა დამალო  - იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავსო, არ დავიჯერებ

იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ, რომ ეს­ სიმართლე არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის უმძიმეს მდგომარეობაში და მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გამოსწორება ვერ მოხდება.

„დღეს პარტია არის, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში 5 თებერვლის შემდეგ, რაც ამ პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანის სახით, ფაქტობრივად, გაყარა პარტიიდან. აქ არაა საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, მე გამოვედი და მივულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. ამის შემდეგ, დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სამწუხაროდ, დღეს არის ეს მოცემულობა. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით, არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, კედელი უნდა ააშენო და არა დამალო ეს კონკრეტული კედელი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ შეფასებები, რაც ჩემ მიერ კეთდებოდა ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება და თუ ეს ვითარება გვინდა, რომ გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და შეცდომების აღიარების შემდეგ, ხდება ვითარების გამოსწორება. შენ თუ შეცდომას არ აღიარებ, ბუნებრივია, შეცდომას ვერ გამოასწორებ“,- განაცხადა მელიამ.

კითხვაზე აპირებს თუ არა ის პარტიიდან გასვლას, მელიამ აღნიშნა, რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, თუ დღეს ვინმე გასული და დაშორებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს სწორედ დღევანდელი მენეჯმენტია.

„თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლაზე მაინც და მაინც აპელირებთ, „ნაციონალური მოძრაობას“ იდეურად დაშორდა უამრავი ის ადამიანი, ვინც დღეს არის პარტიულ მენეჯმენტში, სამწუხაროდ. პარტია არ არის მხოლოდ საარჩევნო ნომერი, ლოგო. ეს არის ღირებულება, არის ფასეულობა, არის იდეა და ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და თუ ვინმემ დატოვა პარტია, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ პარტიის ხელმძღვანელობაა. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მოსაზრებაში, უბრალოდ მე მირჩევნია დავრჩე ჩემს სიმართლესთან და ამ პოზიციაზე, იმიტომ, რომ ეს ასე არის და ასე მჯერა. იესო ქრისტე რო, მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ, რომ ეს სიმართლე არ არის“, - განაცხადა მელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის