თინა ბოკუჩავა - ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის სულისკვეთებას - მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას

ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის სულისკვეთებას - მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას, ვმუშაობდეთ ერთობისთვის და კონსოლიდაციისთვის, - ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციური ერთობა ერთ საარჩევნო სიაში გაერთიანებას არ გულისხმობს, მაგრამ თანამშრომლობის განწყობა წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი იქნება.

“მაქვს შესაძლებლობა, ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. სამწუხაროდ, ამ ნაწილში მიხეილ სააკაშვილს უნდა დავეთანხმო, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით წუხილი არსებობს, რადგან საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება შესაძლებელია ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების შემთხვევაში. გაერთიანებების ფონზე ოპოზიცია გაცილებით უფრო გაძლიერდება. ჩვენ ასეთ გაერთიანებებს ბიძგი მივეცით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება